ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
დაამატე ობიექტი

ქალაქი

დააგემოვნეთ
ობიექტი
ფასიa
b
გაზიარება

ბორში უხორცოდ

კერძის აღწერა

ბოსტნეული გავრეცხოთ და გავთალოთ. კომბოსტო დავჭრათ თხელ, გრძელ ნაჭრებად, კარტოფილი საშუალო ზომის კუბებად, მოზრდილ ღრმა ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ კარტოფილი და კომბოსტო. ვადუღოთ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე.

პარალელურად, წვრილად დავჭრათ ხახვი, ბულგარული, მწვანილი, დავხეხოთ სტაფილო და ჭარხალი. ტაფაზე დავასხათ 1 ს/კ ზეთი და 1 ს/კ კარაქი, როდესაც გადნება დავაყაროთ ხახვი და 1 კბილი ნიორი, 2-3 წუთში დავამატოთ ბულგარული და სტაფილო. მალევე დავამატოთ დახეხილი ჭარხლის ნახევარი,  მწვანილების ძირები, დავაყაროთ შაქარი და მოვასხათ ნახევარი ს/კ ძმარი.

ცალკე გადავდგათ ჭარხლის დარჩენილი ნაწილი და  მოვასხათ 1/2 ს/კ ძმარი. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი და კანგაცლილი პომიდორი, ტომატ-პასტა, მოვაყაროთ ცოტა მარილი და პილპილი, თავზე დავაფაროთ და ვშუშოთ 20 წუთი, საშუალოზე დაბალ ცეცხლზე.

20 წუთის შემდეგ (როდესაც კარტოფილი რბილი იქნება) მოშუშული ბოსტნეული ჩავამატოთ ქვაბში, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი; როდესაც მოიყენებს, მოვხადოთ ქაფი; დავამატოთ დარჩენილი (1 კბილი) ნიორი, შევაზავოთ მარილით, პოლპილითა და წიწაკით, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი. შემდეგ, ჩავყაროთ დარჩენილი ჭარხალი, მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ქვაბს არ ახადოთ თავი დაახლოებით 5 წუთიborschi.  თქვენი გემრიელი წვნიანი მზად არის.



ინგრედიენტები

  • კომბოსტო _ 1 პატარა თავი (ან საშუალო თავის ნახევარი);
  • სტაფილო _ 2 ცალი, მოზრდილი;
  • ჭარხალი _ 2 ცალი, საშუალო;
  • ბულგარული წითელი _ 1 ცალი საშუალო;
  • მწარე წიწაკა _ გემოვნებით;
  • კარტოფილი _ 2 ცალი მოზრდილი;
  • პომიდორი _ 1 ცალი;
  • ტომატ პასტა _ 1 ჩ/კ;
  • ხახვი _ 2 ცალი;
  • ნიორი _ 2 კბილი;
  • ნიახური _ პატარა კონა;
  • ცერეცო;
  • ოხრახუში _ საშუალო ზომის კონა;
  • დაფნის ფოთოლი _ 2, 3 ცალი;
  • ზეთი _  ს/კ;
  • კარაქი _ 1 ს/კ;
  • ძმარი _ 1 ს/კ;
  • შაქარი _ 1/2 ს/კ
  • მარილი, პილპილი _ გემოვნებით.

გაზიარება
სხვა შეთავაზებები (სულ 103)